ბლოგი კლინიკური ნეიროფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის

Pages

Thursday, November 19, 2015

ჰიპერლექსია


                                                       ჰიპერლექსია

ლიტერატურაში ტერმინი ‘’ჰიპერლექსია’’ პირველად 1967 წელს გამოჩნდა და უკავშირდება Silberberg & Silberberg-ის სახელებს, რომლებმაც აღწერეს ბავშვების შემთხვევები, რომლებიც სიტყვების კარგად და სწრაფად კითხვის ფონზე ვერ იგებდნენ წაკითხული მასალის შინაარსს. აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს აერთიანებდათ ისიც, რომ ისინი კითხვას სწავლობდნენ 5წლამდე ასაკში მარტივად, აქტიური ვარჯიშის გარეშე. ამასთან, ასეთ ბავშვებს აღენიშნებოდათ მეტყველების ან სოციალური ურთიერთობების (ან ორივესი ერთად) სირთულეები.  

ჰიპერლექსია არ არის დიაგნოზი. ის შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ სიმპტომად, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მდგომარეობების დროს.

ამგვარად, ჰიპერლექსიის მქონე ბავშვებს აქვთ შემდეგი მახასიათებლები:
       უფრო კარგად განვითარებული კითხვის უნარები, ვიდრე მოსალოდნელია მათი ქრონოლოგიური ასაკის ნორმიდან გამომდინარე ან უბრალოდ ძლიერი ინტერესი ასოებისა და ციფრების მიმართ;

Wednesday, November 18, 2015

თავის ტვინის დაზიანების ანალიზი სპეციფიკური დეფიციტის შემთხვევაში



დაზიანების ანალიზი სპეციფიკური დეფიციტის შემთხვევაში
1990 წლებიდან რამდენიმე კვლევა ცდილობდა აფაზიის დროს გამოვლენილი კომპონენტების, სინტაქსის, ფონოლოგიის და მეტყველების პროდუქციის ლოკალიზებას. ქვემოთ ჩვენ ამ კვლევებს აღვწერთ
სემანტიკა
იმ მიზნით, რომ უკეთ აღეწერათ ის სემანტიკური დეფიციტი რაც ხშირად თან ახლავს ბევრი აფაზიის მქონე პაციენტს, ჰარტმა და გორდონმა შეარჩიეს ისეთი პაციენტები, რომელთაც დაბალი ქულები დააგროვეს ბოსტონის დასახელების ტესტში და შეფასეს მათი სემანტიკური გადამუშავება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით : superordinate/კატეგორიზაცია (ეკუთვნის თუ არა ჩაქუჩი და ქანჩსაჭერი ერთ კატეგორიას ), ექვივალენტობა/ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა (რა არის კონრეტული სიტყვის სინონიმი და უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი პასუხიდან), სუბორდინაცია/property judgment (რას აქვს იგივე ფერი რაც ბალახს, მზეს თუ ბაყაყს ?)
ჰარტმა და გორდონმა აღმოჩანიეს სამი პაციენტი რომელთაც პრობლემური ჰქონდათ ცალკეული სიტყვის მნიშვნელობის გაგება, თუმცა არ იყო პრობლემური არც მთლიანი მეტყველების გაგება, ან პროდუქცია. შემდეგ მათ სიტისა და ემერტე-ს საშუალებით გამოიკვლიეს პაციენტები და აღმოაჩინე,ს რომ სამივე შემთხვევაში დაზიანებული იყო უკანა საფეთქელი და მცირე ნაწილი ქვედა თხემისა. შედეგად ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ეს რეგიონები ჩართულნი იყონ მეტყველების გადამუშავებასა და ინტეგრაციაში.

ტვინის დაზიანების ანალიზი კლინიკურ კვლევებში


                

            ტვინის დაზიანების ანალიზის მეთოდი გამოიყენება უკვე ერთ საუკუნეზეა მეტია. დაწყებული ბროკას და ვერნიკეს აღმოჩენებიდან დამთავრებული თანამედროვე ნეიროვიზუალური კვლევებით, ეს მეთოდი არ კარგავს პუპულარობას. თუმცაღა ახლა ცოტა სახე შეცვლილი ფორმა აქვს მას, მაგალითად თუ მანამდე დაზიანების ანალიზი კეთდებოდა იმისთვის, რომ დაედგინათ მთელი აფაზიის სინდრომის ლოკალიზება, დღესდღეობით უფრო მეტყველების ცალკეული კომპონენტების სინტაქსის, სემანტიკის, ფონოლოგიის ლოკალიზებს ცდილობენ მეცნიერები.
                   ტვინის დაზიანების ანალიზი ბიჰევიორალურ სიმპტომატიკასთან მიმართებაში ძლიერ ცნობილი და პოპულარული მეთოდია. ვერნიკეს, ბროკას, გეშჩვინდის თეორიები ყველა ეფუძნება ტვინის დაზიანება- კლინიკური სიმპტომატიკის კორელაციის კვლევებს. სწორედ ამ მეთოდით იქნა აღმოჩენილი ეს სინდრომები. მართალია დღესდღეობით ამ მეთოდმა ცოტათი შეიცვალა სახე,მაგრამ ფაქტია რომ თანამედროვე ნეიროლინგვისტიკა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დაზიანების ანალიზზე.
              დაზიანების ანალიზის მეთოდი ნიშნავს ტვინის დაზიანების შედარებას ამ პაციენტის კლინიკურ სიმპტომატიკასთან. ტვინის დაზიანების გაზომვას იყენებნ ემერაის, ემერტეს, აღწერენ დაზიანების ზომას, ფორმას, სიღრმეს. ხოლო პაციენტის კლინიკურ სიმპტომატიკის შეფასებისას კი აკვირდებიან ქცევას, ატარებენ ტესტებს და შედეგად ამბობენ, თუ რა არის შენახული პაციენტის შემთხვევაში და რა დარღვეულია. შემდეგ ზემოთაღნიშნული ორი ტიპის მონაცემს ადარებენ ერთმანეთს. ასეთი ტიპის კვლევა შესაძლოა ჩატარდეს როგორც კონკრეტული ქეისის მაგალითზე, მაშინ როცა მკვლევარი ცდილობს დაადგინოს დაზიანება-სიმპტომატიკის რამე ატიპიური, სპეციფიკური კავშირი, ან კიდევ ტარდება ერთი კლინიკური სიმპტომატიკის, მაგალითად ერთი ფაზიის სინდრომის მქონე ჯგუფზე.