ბლოგი კლინიკური ნეიროფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის

Pages

page II

    
                             ტვინის დაზიანების ანალიზი კლინიკურ კვლევებში
            ტვინის დაზიანების ანალიზის მეთოდი გამოიყენება უკვე ერთ საუკუნეზეა მეტია. დაწყებული ბროკას და ვერნიკეს აღმოჩენებიდან დამთავრებული თანამედროვე ნეიროვიზუალური კვლევებით, ეს მეთოდი არ კარგავს პუპულარობას. თუმცაღა ახლა ცოტა სახე შეცვლილი ფორმა აქვს მას, მაგალითად თუ მანამდე დაზიანების ანალიზი კეთდებოდა იმისთვის, რომ დაედგინათ მთელი აფაზიის სინდრომის ლოკალიზება, დღესდღეობით უფრო მეტყველების ცალკეული კომპონენტების სინტაქსის, სემანტიკის, ფონოლოგიის ლოკალიზებს ცდილობენ მეცნიერები.
                   ტვინის დაზიანების ანალიზი ბიჰევიორალურ სიმპტომატიკასთან მიმართებაში ძლიერ ცნობილი და პოპულარული მეთოდია. ვერნიკეს, ბროკას, გეშჩვინდის თეორიები ყველა ეფუძნება ტვინის დაზიანება- კლინიკური სიმპტომატიკის კორელაციის კვლევებს. სწორედ ამ მეთოდით იქნა აღმოჩენილი ეს სინდრომები. მართალია დღესდღეობით ამ მეთოდმა ცოტათი შეიცვალა სახე,მაგრამ ფაქტია რომ თანამედროვე ნეიროლინგვისტიკა ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დაზიანების ანალიზზე.
              დაზიანების ანალიზის მეთოდი ნიშნავს ტვინის დაზიანების შედარებას ამ პაციენტის კლინიკურ სიმპტომატიკასთან. ტვინის დაზიანების გაზომვას იყენებნ ემერაის, ემერტეს, აღწერენ დაზიანების ზომას, ფორმას, სიღრმეს. ხოლო პაციენტის კლინიკურ სიმპტომატიკის შეფასებისას კი აკვირდებიან ქცევას, ატარებენ ტესტებს და შედეგად ამბობენ, თუ რა არის შენახული პაციენტის შემთხვევაში და რა დარღვეულია. შემდეგ ზემოთაღნიშნული ორი ტიპის მონაცემს ადარებენ ერთმანეთს. ასეთი ტიპის კვლევა შესაძლოა ჩატარდეს როგორც კონკრეტული ქეისის მაგალითზე, მაშინ როცა მკვლევარი ცდილობს დაადგინოს დაზიანება-სიმპტომატიკის რამე ატიპიური, სპეციფიკური კავშირი, ან კიდევ ტარდება ერთი კლინიკური სიმპტომატიკის, მაგალითად ერთი ფაზიის სინდრომის მქონე ჯგუფზე.


          ნეიროვიზუალური იმიჯინგისა და ბიჰევიორალური შეფასების სიზუსტის დახვეწამ დაზიანების ანალიზი ახალ დონეზე აიყვანა. ახლა ნეიროვიზუალური იმიჯინგის საშუალებით შესაძლებელია არამარტო ვერნიკესა და ბროკას უბნებზე მსჯელობა, არამედ სხვა უბნებზეც. ამას გარდა ვნახეთ, რომ სუბკორტიკულ სტრუქტურებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ მეტყველებაში. სწორედ ნეიროვიზუალური იმიჯინგის საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომ დაზიანების აღწერისას ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ექსპრესიული, ან რეცეპტული ტიპით. ამას გარდა დაზიანების მხარეობის განსაზღვრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამარტო დიაგნოზითვის, არამედ რეაბილიტაციის დაგეგმვისთვის და მკურნალობისთვის. მივხვდით, რომ აფაზიის მთელი სინდრომის ლოკალიზების მცდელობა იზოლირებულ უბანში, არ არის კარგი სტრატეგია და უკეთესია მეტყველების ცალკეული კომპონენტების ლოკალიზება.



მეთოდოლოგიური კითხვები დაზიანების ანალიზში
         ისევე როგორც ნებისმიერი ტექნიკის შემთხვევაში, დეფიციტის ანალიზის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად იქნება ის ჩატარებული. დამასიომ და დამასიომ აღნიშნეს, რომ  ეს კარგად ჩატარება დამოკიდებლია მეთოდზე, ექსპერიმენტულ ჰიპოთეზაზე, გამოყენებულ ბიჰევიორალურ ტესტებზე, საფუძვლად მდებარე ნევროლოგიურ მოდელებზე და იმ ანატომიურ დაშვებაზე, რა ჭრილშიც განისაზღვრება დაზიანება.  ეს ყველა ზემოთჩამოთვლილი დაიხვეწა ბოლო 50 წლის განმავლობაში. ჩვენი მეთოდის მეტყველების დარღვევების კვლევისას უფრო შეივსო ლინგვისიტიკისა და ფსიქოლოინგვისტიკის საშუალებით, რომელთაც ახალი თეორიები შემოიტანეს ენასა და მეტყველებასთან დაკავშირებით. კლინიკური გამოკვლევის დახვეწამ კი უფრო მეტი პაციენტის დაზიანების თავისებურებების გაგების საშუალება მოგვცა. ნეირომეცნიერებების პროგრესმა კი საშუალება მოგვცა სხვანაირად დაგვენახა ტვინისა და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირი.  ამასთან ნეიროვიზუალური ტექნიკები საშუალებას აძლევენ მკვლევარს დაათვალიეროს დაზიანების ადგილი თავის ტვინში და პარალელურად განაგრძოს პაციენტის ქცევითი დეფიციტის შეფასება.
თუმცაღა ჯერ კიდევ მეცნიერები ფიქრობენ, რომ დაზიანების ადგილისა და ქცევითი სიმპტომატიკის მაღალი კორელაციის შემთხვევაშიც კი, ვერ ვიტყვით, რომ ფუნქცია სწორედ ამ ადგილში არის ლოკალიზებული, რაადგან  მუდამ უნდა გვახსოვდეს დიაშიზის ეფექტი, ასევე ფუნქციის პლასტიურობა და  რეორგანიზაცია. თუმცაღა ეჭვს ერ შევიტანთ ქცევითი სიმპტომატიკის მიხედვით  დაზიანების მხარეობის განსაზღვრაში ,ის აუცილებლად უნდა ასახავდეს დაზიანების მხარისა და სიმპტომატიკის ძლიერ კავშირს.
CT-ს გამოყენება საწინააღმდეგოდ MRI სკანირებისა
ნეიროიმიჯინგის ტექნიკები მნისშვნელოვნად განვითარდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. 1960-1970 წლებში იყო რადიოიზოტოპური კვლევები, შემდეგ კომპიუტერული ტომოგრაფია (სიტი) 1970 და 1980 წლებში, შემდეგ მაგნეტორეზონანსული იმიჯინგი 1980 წელს და ბოლოს სამგანზომილებიანი ემერაი 1980 წელს.  ნეიროვიზუალურ ტექნიკებთან ერთად ვითარდებოდა მეტყველების დაზიანების სინდრომების ლოკალიზაციის მიდგომა. ნეიროვიზუალურმა ტექნიკებმა მალე უკან მოიტოვეს აუტოფსიის დომინანტობა დაზიანება--ქცევითი სიმპტომატიკის კავშირის კვლევის საკითხში, რადგან ნეიროვიზუალური იმიჯიგნგის ჩატარება თავისუფლად შეიძლება ადამიანის სიცოცხლეში ,მის ჯანმრთელობას კი არავითარი საფრთხე არ დაემუქრება, ამას გარდა ამ გზით მიღებულ მონაცემებს ჰქონდათ უფრო მაღალი შეთანხმებულობა, ვიდრე აუტოფსიის შედეგად მიღებულ მონაცემებს.
         CT  თუ MRIდამოკიდებულია კვლევის მიზანზე და ხელმისწავდომ ტექნიკებზე. სიტი სკანი გულისმობს იქს-რეი წყაროსა(რენდგენი) და იმიჯ რეცეპტორის ბრუნვას თავის ირგვლივ .კომპიუტერი იღებს ინფორმაციას რენდგენული დასხივების შედეგად და იყენებს მას ორგანზომილებიანი სურათის ასაგებად, სადაც გამოსახულია თავის ტვინის ჰორიზონტალური ჭრილის ზედაპირი. ქრონიკული ინსულტები აქ ჩანს შავ რეგიონებად, რადგან იგი ივსება ხოლმე ცერებროსპინალური სითხით, რომელიც ნაკლებად მკვრივია(dense) ვიდრე ჯანმრთელი ქსოვილი.
         მაშინ როცა ემერაი არ იყენებს იონიზირებულ რადიაცას, მაგრამ ნაცვლად ამისა იყენებს ბირთვულ მაგნეტო რეზონანსს მაღალი ხარისხის სურათების მისაღებად.ამ დროს ხდება სამიზნის სტიმულირება ექსტერნალური რადიო-სიხშირის ტალღებით, რის შედეგადაც ატომები იწყებენ რწევას, ეს პროცესი ცნობილია როგორც რეზონანსი. როდესაც გამოირთვება ექსტერნალური წყარო, ატომები სწორდებიან (პროცესი ცნობილია სახელით რელაქსაცია) და ათავისუფლებენ ენერგიას, რომელიც შეიძლება აღმოჩენილი და გამოსახულ იქნას ორ განზომილებიან სურათში. არსებობს რელაქსაციის დროის გასაზომი ორი განსხვავებული საზომი : ტე-1 ან, ტე-2 წონის სურათები. ემერაის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ სურათი შესაძლებელია გაკეთდეს სამ პლანში : ჰორიზონტალური, კორონალური და საგიტალური. იმ შემთხვევაში თუ დაზიანება კარგად არ ჩანს ერთ ხედში, შეგვიძლია დანარჩენ ორ ხედზეც დავაკვირდეთ. გამოდის რომ ემერაით სამგანზომილებიანი ნახატის მიღებაც შეგვიძლია.
საკმაოდ ბევრი კვლევა საუბრობს სიტისა და ემერაის უპირატესობების შედარებაზე, თუმცაღა ერთი რაც ზუსტად აღმოაჩინეს ის არის, რომ ადრეული ინსულტის აღმოჩენას სიტიცა და ემერაიც ორივე ერთნარიი წარმატებით ახერხებს.
ნაისერმა და პალუმბომ გადაწყვიტეს უფრო ზუსტი დასკვნის გაკეთება სიტისა და ემერაის განსხვავებულ ეფექტურობასთან დაკავშირებით. ჩატარებული რამდენიმე კვლევის შედეგად მათ აღნიშნეს, რომ სიტი სკანი აჩვენებს დაზიანების სიღრმეს უკეთესად, ვიდრე ემერაი. ამას  გარდა ემერაის სხვადასხვა წონიან სურათებში, იგულისხმება ტე-1 და ტე-2, ჩანს ხოლმე დაზიანების განსხავებული გავრცელება.ტ1 წონის სურათზე დაზიანება უფრო ნაკლები მოცულობით ჩანს, მაშინ როცა ტ2ზე, იგი მეტია. თუმცაღა ფაქტია, რომ ემერაის სამხედიანი სურათები დაზიანების დეტალებში ჩაღრმავების საშუალებას იძლევა.
ჯგუფების გამოკვლევებისთვის, უკეთესია თუ გამოვიყენებთ ან მხოლოდ სიტისკანს, ან მხოლოდ ემერაის,განსაკუთრებით მაშინ როცა უნდა შევადაროთ პაციენტებს შორის მონაცამები. თუმცაღა ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რადგან შესაძლოა პაციენტს არ შეეძლოს ამდენ ხანს წოლით მდგომარეობაში გაჩერება, სანამ რენდგენს უღებენ, ან სხეულში არსებული მეტალების გამო მისთვის არ შეიძლებოდეს ემერაი სკანირების გაკეთება.


დაზიანებიდან გასული დროის მნიშვნელობა სკანირებისთვის
          იმას თუ დაზიანებიდან რამდენი ხნის შემდეგ კეთდება სკანირება დიდი მნიშნვნელობა აქვს, რადგან მას პირდაპირი კავშირი აქვს დაზიანებული ადგილის ვიზუალირების სიცხადესთან. ზოგადად მიჩნეულია, რომ 3 კვირა მაინც უნდა გავიდეს დაზიანებიდან, რათა კარგად გამოჩნდეს დაზიანება და მისი კავშირები-ჯაჭვები. თუმცაღა კინსელი და ჯაკობსი გვირჩევენ, რომ უკეთესია თუ ერთ თვეს დავიცდით, მაშინ როცა დამასიო და დამასიოს აზრით ოპტიმალური ვარიანტია 3 თვე დაცდა.
საერთოდ კი ჩატარების დროს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აქვს უკვე ჩატარებული ამ პაციენტს და რა ინფორმაციას ვფლობთ მისი დაზიანების შესახებ.  რეკომენდირებულია ტვინის სკანირების ჩატარება დაზიანებიდან 3 კვირის შემდეგ, ოღონდ ჩატარების დრო მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ქცევითი შეფასების ჩატარებასთან. დამასიო და დამასიო აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თვით დაზიანების მწვავე პერიოდში ჩატარებულ სკანირებასაც კი შეიძლება ჰქონდეს საინტერესო მონაცემები ინტერპრეტირებისთვის.
დაზიანებიდან გასული დროის მნიშვნელობა მეტყველების ტესტირებისთვის
        დაზიანებიდან გასულ დროს ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველების ტესტირების შემთხვევაში. ჩვენ როგროც ვიცით, ადამიანის ტვინს აქვს ბუნებრივი აღდგენის მექანიზმი, სწორედ მისი დამსახურებაა ხოლმე რომ დაზიანებიდან პირველ დღეებში სურათი განსაკუთრებით მძიმეა ხოლმე, შემდეგ კი სიმძიმე მცირდება. როგორც ვიცით გლობალური აფაზია შესაძლოა გადაიზარდოს ბროკას აფაზიაში, ვერნიკეს აფაზია კი გამტარებლობით აფაზიაში, ან ბროკას აფაზია შესაძლოა გადაიზარდოს ანომიურ აფაზიაში. ანუ დაზიანებიდან სხვადასხვა დროის შემდეგ ჩატარებულ ტესტებს შესაძლოა სულ სხვადასხვა შედეგები აქვს. სწორედ დაზიანებიდან სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკვლევების გამოა, რომ აფაზიის მქონე პაციენტების 17 პროცენტი არ პასუხობს აფაზიის ლოკალიზაციის ტრადიციულ მოდელებს. ზოგადად არასანდოა მწვავე მდგომარეობის დროს ლოკალიზაციის კვლევა, გაცილებით უფრო სანდოა ქრონიკული მდგომარეობის დროს ლოკალიზაციის კვლევა, რადგან ამ დროს დაავადება სტაბილიზირებულია და უფრო მაღალი კორელაცია ფიქსირდება დაავადება-სიმპტომატიკას შორის. მეცნიერების რეკომენდაციის მიხედვით, დაზიანებიდან 1წლის შემდეგ მეტყველების ტესტირებას შეუძლია მიიღოს ყველაზე სანდო და ვალიდური შედეგები.
რეგიონები, რომლებიც წარმოადგენენ დაინტერესების ობიექტებს
            ზოგიერთ კვლევაში თავიდან ხდება ხოლმე სამიზნე რეგიონების არჩევა, ანუ მხოლოდ იმ რეგიონებს შეამოწმებენ და იკვლევენ და სხვა რეგიონებს ყურადღებას არ მიაქცევენ. ასეთი ტიპის კვლევას ყოველთვის თეორიული საფუძველი აქვს ხოლმე, მაგალითად ვილმესმა და პოეკმა შეისწავლეს განსაზღვრული რეგიონები დაზიანების ლოკალიზაციისა და აფაზიის სინდრომების შესაბამისობის კუთხით. ისინი ინტერესდებოდნენ კონკრეტული უბნის დაზიანება რამდენად გვაძლევდა იმ აფაზიის სინდრომს, რაც აღწერილი იყო ლიტერატურაში. ნასერმა და მისმა კოლეგებმა იკვლიეს ვერნიკეს არისა და სუბკორტიკული საფეთქლის როლი კვლევაში, რომელიც აუდიტორული მეტყველების გაგების აღდგენის კანონზომიერებას შეისწავლიდა გლობალური აფაზიის მქონე პაციენტებში.

            ზოგჯერ კი გამოკვლევა სრულებითაც არ ფოკუსირდება ასე მკაცრად განსაზღვრულ რეგიონებზე და მონაცემების მიხედვით ცდილობენ გაარკვიონ კონრეტულ დეფიციტს მაინც რომელი უბანი შეესაბამება. ეს მიდგომა განსაკუთრებით პუპულარულია ჯგუფების კვლევის დროს.დრონკერსმა 25 მეტყველების აპრაქსიის მქონე პაციენტის ნეიროვიზუალური იმიჯინგის შედეგები დაადო-შეადარა ერთმანეთს . შედეგად იგი გავიდა იმ უბანზე, რომელიც მანამდე თეორიებში არ იყო ნახსენები მოტორულ ფუნქციასთან მიმართებაში. შედეგად გამოდის, რომ სამიზნე რეგიონების კვლევებს უფრო თეორიული ინტერესი აქვთ ხოლმე, ხოლო ეს მონაცემების გადაფარვა-დადების მეთოდი კი გვაძლევს იმ უბნების აღმოჩენის საშუალებას, რომლებიც მანამდე არ ყოფილა აღწერილი თეორიებში.

No comments:

Post a Comment