თავის ტვინის დაზიანების ანალიზი სპეციფიკური დეფიციტის შემთხვევაში
დაზიანების ანალიზი სპეციფიკური დეფიციტის შემთხვევაში
1990 წლებიდან რამდენიმე კვლევა ცდილობდა აფაზიის დროს გამოვლენილი კომპონენტების, სინტაქსის, ფონოლოგიის და მეტყველების პროდუქციის ლოკალიზებას. ქვემოთ ჩვენ ამ კვლევებს აღვწერთ
სემანტიკა
იმ მიზნით, რომ უკეთ აღეწერათ ის სემანტიკური დეფიციტი რაც ხშირად თან ახლავს ბევრი აფაზიის მქონე პაციენტს, ჰარტმა და გორდონმა შეარჩიეს ისეთი პაციენტები, რომელთაც დაბალი ქულები დააგროვეს ბოსტონის დასახელების ტესტში და შეფასეს მათი სემანტიკური გადამუშავება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით : superordinate/კატეგორიზაცია (ეკუთვნის თუ არა ჩაქუჩი და ქანჩსაჭერი ერთ კატეგორიას ), ექვივალენტობა/ცალკეული სიტყვის მნიშვნელობა (რა არის კონრეტული სიტყვის სინონიმი და უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი პასუხიდან), სუბორდინაცია/property judgment (რას აქვს იგივე ფერი რაც ბალახს, მზეს თუ ბაყაყს ?)
ჰარტმა და გორდონმა აღმოჩანიეს სამი პაციენტი რომელთაც პრობლემური ჰქონდათ ცალკეული სიტყვის მნიშვნელობის გაგება, თუმცა არ იყო პრობლემური არც მთლიანი მეტყველების გაგება, ან პროდუქცია. შემდეგ მათ სიტისა და ემერტე-ს საშუალებით გამოიკვლიეს პაციენტები და აღმოაჩინე,ს რომ სამივე შემთხვევაში დაზიანებული იყო უკანა საფეთქელი და მცირე ნაწილი ქვედა თხემისა. შედეგად ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა ეს რეგიონები ჩართულნი იყონ მეტყველების გადამუშავებასა და ინტეგრაციაში.
რაპესაკმა და რუბენსმა აღწერეს ერთი ძალიან საინტერესო პაციენტი, რომელსაც დაემართა სემანტიკური ჟარგონები შუბლის წილის დაზიანების შემდგომ. ანუ ამ პაიცენტს პრობლემები არ ჰქონდა ისეთ დავალებებში, რომლებიც გაშუალებულნი არ იყვნენ სემანტიკით, მაგრამ სემანტიკის ამოტანას რომელიც საჭიროებდა, აი იქ კი უამრავ შეცდომას უშვებდა. მეტყველება და წერა იყო მოქნილი, თუმცაღა წყვეტილი, ნაწერი უჩვენებდა სემანტიკურ აგრაფიას, კარგი სპელინგით ჰქონდა კარნახისას, თუმცაღა ჰომოფონურ სპელინგში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რადგან ის მოითხოვს ფონოლოგიურად ერთმანეთის მსგავსი სიტყვების სემანტიკურ დიფერენციაციას. მეტყველების გაგება და კითხვა შენახული ჩანდა. სიტი სკანმა აღმოაჩინა დიდი მარცხენა პრეფრონტალური ჰემატომა, რომელიც ვრცელდებოდა ორბიტო-ფრონტალური რეგიონიდან გვერდით პარკუჭამდე. სამი თვის შემდეგ სიმპტომატიკა ალაგდა. ავტორები ვარაუდობენ რომ როგორც ლურია აღნიშნავდა, პრეფრონტალური ქერქი არის სემანტიკის მონიტორინგის მექანიზმი და სერიოზულ როლს თამაშობს მიმდინარე კოგნიტურ აქტივობის პროგრამირებასა და მონიტორგინგში, მოიცავს მეტყველების პროდუქციასაც.
დამაისომ და მისმა კოლეგებმა ჩაატარეს კვლევა პაციენტებზე, რომელთაც ტვინის მხოლოდ ერთი დაზიანება ჰქონდათ , შეამოწმეს მათი დასახელების უნარი ცნობილ სახეებზე, ცხოველებსა და ხელსაწყოებზე. აღმოჩნდა, რომ თითოეული კატეგორიის დასახელება სულ სხვადასხვა დაზიანებასთან იყო დაკავშირებუილ .მაგალითად ცნობილი ადამიანის დასახელების დეფიციტი დაკავშირებული იყოს მარცხენა საფეთქლის პოლუსთან ,ცხოველების დასახელების დეფიციტი კი დაკავშირებული იყოს წინა და ქვედა საფეთქლის ხვეულთან ,ხოლო ხელსაწყოების დასახელების დეფიციტი კი დაკავშირებული იყო უკანა შუა საფეთქლის ხვეულთან და საფეთქელ-თხემ-კეფის შეერთებასთან (ტპო). პოზიტრონ ემისიონერმულმა ტომოგრაფიამ დაადასტურა ეს შედეგები.
სინტაქსი
სინტაქსის გადამუშავების დეფიციტი აფაზიის მქონე პაციენტებში კარგა ხანია რაც მეცნიერების აქტიური ინტერესი საგანია. თავდაპირველად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ წინადადების გაგების დეფიციტი დაკავშირებული უნდა იყოს სწორედ ბროკას უბანთან, თუმცა მოგვიანებით კვლევებით ეს შეხედულება არ დადასტურდა. დრონკერნი, ვილკინსის, ვან ვალინის, რედფრენის და ჯაგერის კვლევების მიხედვით, სინტაქსის გადამუშავებაში და შესაბამისად წინადადების გაგებაში დიდ როლს თამაშობდა ბროდმანის არე. პაიცენტებს, რომელთაც დაზიანებული ჰქონდათ სინტაქსი, ყველას დაზიანებული ჰქონდა ბროდმანის არე. მეორეს მხრივ მათ მარტო ბროდმანის არე არ ჰქონიათ დაზიანებული, ასევე ჩართული იყოს ვერნიკე და ბროკაც, ისევე როგორც შუბლის სხვა რეგიონები. გამოდის, რომ სინტაქსის ლოკალიზება ასე ერთ უბანში შეუძლებელია და იგი რამდენიმე უბნის ერთობლივი პროდუქტია.
მსგავსი შედეგები იქნა მიღებული კაპლანის, ჰაიდელბრენდისა და მაკრისის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად. მათ იკვლიეს 60 პაციენტი ინსულტებით როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ჰემისფეროში. აწოდებდნენ 25 წინადადებას, რომლებიც განსხვავებული იყო თავისი სირთულითა და კომპლექსურობით და აკვირდებოდნენ თუ წინადადების შესაბამისად რამდენად მოახერხებდნენ მიწოდებული ობიექტებით მანიპულირებას. აღმოჩნდა, რომ როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა დაზიანების შემთხვევაში წინადადების გაგება უარესი იყო საკონტროლო ჯგუფთან შედარებით რაც სავარაუდოდ იმას გვეუბნება, რომ მარჯვენა ჰემისფეროც ჩართულია სინტაქსის გადამუშავებაში. მეცნიერებმა ასევე იკვლიეს ამ 60იდან 18ის დაზიანების ლოკალიზაცია . შედეგად გამოვლინდა დაინტერესების 5 რეგიონი : ბროკას უბნის ორივე არე (ბროდმანის არე 44 და 45 უბანი) , ზედა საფეთქლის ხვეული, კუთხის ხვეული და სუპრამარგინალური ხვეული. ამ 5ივე არეში დაზიანება გავლენას ახდენს სინტაქსურ შესაძლებლობებზე.
პროდუქცია
ბაუმმა, ბლუმშტეინმა ნაისერმა და პალუმბომ შეადარეს მეტყველების პროდუქცია ტვინის წინა ნაწილების და ტვინის უკანა ნაწილების დაზიანების შემთხვევაში. ლოგიკურია მეტყველების პროდუქციის დეფიციტი იყო ორივე შემთხვევაში, თუმცა განსხვავებული იყო თვისობრივად. მაგალითად წინა ნაწილების დაზიანების დროს წინა პლანზე მოდიოდა უფრო მოტორული ტიპის პრობლემა, თითქოს ჩართული იყო ლარინგული და სუპრალარინგული ვოკალური ტრაქტი. მაშინ როცა უკანა ნაწილების დაზიანების დროს უფრო ფონეტიკური დაზიანება იყო თვალშისაცემი და უფრო გლობალური დაზიანების პატერნი ჰქონდა მეტყველებას, და უფრო მეტ ცვალებადობას აჩვენებდა პროდუქციაში. პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ ორივე ამ არის დაზიანება ორივე ამ დეფიციტს უჩვენებდნენ ერთად.
ჩვენი ჯგუფი დაინტერესებული იყო ექნებოდა თუ არა მეტყველების აპრაქსიის მქონე ჯგუფს ზემოთ აღნიშნული დეფიციტის მსგავსი დაზიანება. კვლევამ მიუთითა კუნდძულის მნიშვნელოვნობაზე მეტყველების აპრაქსიის წარმოქმნაში.
აფაზიის აღდგენა
ნისერმა და მისმა კოლეგებმა იკვლიეს აფაზიის შემდგომი აღდგენა პაციენტებში ბოსტონის აფაზიის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტის საშუალებით. მათი დაინტერესების განსაკუთრებულ რეგიონებს წარმოადგენდნენ ვერნიკეს არე და საფეთქლის isthmus. აღმოჩნდა, რომ პაციენტების უმრავლესობას, რომელთაც ჰქონდათ დზიანებული ნახევარი ვერნიკე, უჩვენებდნენ უფრო მწირ აღდგენას, ვიდრე პაციენტები შენახული ვერნიკეს არით და დაზიანებული საფეთქლის isthmus-ით.
კერტესმა, ლაუმ და პოლკმა ასევე გამოიკვლიეს ვერნიკეს აფაზიის მქონე 22 პაციენტი და შაბლონზე მონიშნეს მათთვის საინტერესო 31 უბანი მარცხენა ჰემისფეროში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ persisting ვერნიკეს აფაზია ითრევდა სუპრამარგინალურ და კუთხის ხვეულებს თხემის წილში და ასევე ზედა საფეთქლის ხვეულს. საუკეთესო აღდგენით ხასიათდებოდა ჯგუფი ზედა საფეთქლის ხვეულისა და შუა საფეთქლის ხვეულის შენახულობით.
საფეთქლის წილი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღდგენისთვის. 5 პაციენტს მძიმე და უცვლელი ვერნიკეს აფაზიით აღმოაჩნდა ვრცელი დაზიანება შუა საფეთქლის ხვეულში და საფუძვლად მდებარე თეთრ ნივთერებაში. 6 პაციენტს კი მხოლოდ ღრმა თეთრი ნივთიერების დაზინება ჰქონდა. მაშინ როცა ქერქული ჩართულობის მქონე პაციენტებს უცვლელი დარჩათ დეფიციტი, მხოლოდ თეთრი ნივთიერების დაზიანების მქონე პაციენტებს 4 წლის შემდე ნელ-ნელა შეუმსუბქუდათ სიმპტომატიკა.
დაზიანების სიდიდე საწინააღმდეგოდ დაზიანების მხარეობისა
დიდ დაზიანებას ზოგადად უფრო მძიმე და დროში მდგრად აფაზიის წინაპირობად მიიჩნევდნენ ხოლმე. თუმცაღა ვილმესისა და პოეკის 221 კაციან კვლევაში ეს მოსაზრება არ დადასტურდა, აფაზიის აღდგენა ასე კრიტიკულად არ იყო დამოკიდებული დაზიანების სიდიდეზე. იგი უფრო მეტად დამოკიდებული იყო დაზიანების ლოკალიზაციაზე. ამ გადასახედიდან კი რაღათქმა უნდა მნიშნვნელოვანია დაზიანების სიდიდე, რაც უფრო დიდია მისი მოცულობა, მით მეტია შანსი რომ დააზიანებს მეტყველებისთვის კრიტიკულ უბნებს.
No comments:
Post a Comment