ჰიპერლექსია
ლიტერატურაში ტერმინი ‘’ჰიპერლექსია’’ პირველად 1967 წელს გამოჩნდა და უკავშირდება Silberberg & Silberberg-ის სახელებს, რომლებმაც აღწერეს ბავშვების შემთხვევები, რომლებიც სიტყვების კარგად და სწრაფად კითხვის ფონზე ვერ იგებდნენ წაკითხული მასალის შინაარსს. აღნიშნული კატეგორიის ბავშვებს აერთიანებდათ ისიც, რომ ისინი კითხვას სწავლობდნენ 5წლამდე ასაკში მარტივად, აქტიური ვარჯიშის გარეშე. ამასთან, ასეთ ბავშვებს აღენიშნებოდათ მეტყველების ან სოციალური ურთიერთობების (ან ორივესი ერთად) სირთულეები.

ჰიპერლექსია არ არის დიაგნოზი. ის შეიძლება ჩავთვალოთ მხოლოდ სიმპტომად, რომელიც გვხვდება სხვადასხვა მდგომარეობების დროს.
ამგვარად, ჰიპერლექსიის მქონე ბავშვებს აქვთ შემდეგი მახასიათებლები:
უფრო კარგად განვითარებული კითხვის უნარები, ვიდრე მოსალოდნელია მათი ქრონოლოგიური ასაკის ნორმიდან გამომდინარე ან უბრალოდ ძლიერი ინტერესი ასოებისა და ციფრების მიმართ;